GE

ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ​სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მშობლებს აფრთხილებს

მშობლები სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ხშირად საჯაროდ აზიარებენ ინფორმაციას და ფოტოებს საკუთარი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფროსებს ურჩევს, რომ ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

„მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას მიეკუთვნება. შესაბამისად, არასრუწლოვნის სამედიცინო თუ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს დიდი სიფრთხილე გმართებთ! მშობელი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მონაცემებს ბავშვის ჯანმთელობის შესახებ, რადგან ეს ინფორმაცია ბავშვის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ ან სხვისთვის გადაცემამ, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, ბავშვის ფსიქიკას, პირად ცხოვრებას, მის განვითარებას და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური