GE

რატომ ელოდებიან სკოლები განათლების სამინისტროს დირექტივას მედიასთან ურთიერთობისას? – უწყების წარმომადგენლის პასუხი

რატომ არ არის ღია მედიისთვის საჯარო სკოლა და რატომ არის დამოკიდებული სამინისტროს დირექტივაზე მათთან ურთიერთობისას? – ამ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მარიამ ჩიქობავას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს.

სამინისტროს წარმომადგენელმა გამოსავლად ის ცვლილებები დაასახელა, რომელიც მისი აზრით სკოლებს მეტ ავტონომიურობას უკარნახებს.

“მიდგომაზე შემიძლაი გითხრათ ის, რომ სკოლა უნდა იყოს ძალიან ღია. მაგალითად, ჩვენთან როდესაც შემოდის სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან რაიმე პროექტი და მოგვმართავენ თუ შეიძლება, სკოლებში მისი განხორციელება, ჩვენ ყოველთვის გადავამისამართებთ ხოლმე სკოლებთან, რომ სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

“მე მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება სკოლების ავტონომიურობის კუთხით… ეს ცვლილებები მინისტრმა უკვე დააანონსა კერძო სკოლებთან. საჯარო სკოლებთანაც მიმდინარეობს შეხვედრები, რომ მათ კარგად გაიაზრონ თუ რისი უფლება ენიჭებათ კიდევ უფრო მეტად. ეს იქნება მოსწავლეთა შეფასების კუთხით, ზოგადად, სასწავლო პროცესის მენეჯმენტის კუთხით და მე იმედი მაქვს, რომ სკოლები ამ დიდ თავისუფლებას გაიაზრებენ ძალიან კარგად და პასუხისმგებლობით გამოიყენებენ ამ ყველაფერს”, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური