GE
საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრი Community College "Spectri"
დაარსების თარიღი: 2007

კოლეჯი "სპექტრის" მისიაა, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოამზადოს მაღალი რანგის პროფესიონალები და შექმნან პირობები მათი საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებისა და წარმატებული დასაქმებისათვის. ლიდერობა, მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინება, ეფექტიანი მართვა, ინოვაციების დანერგვა, ის ზოგადი ღირებულებებია, რომლებიც პრიორიტეტია სასწავლებლისათვის. კოლეჯის ხედვაა, იყოს ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელი სტუდენტების დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, პროფესიონალი პედაგოგებით, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებითა და მრავალფეროვანი პარტნიორებით.

სასწავლო პროგრამები
არქიტექტურა და მშენებლობა
არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარება 1
მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია 8
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
სხვა სფეროები ინჟინერია და საინჟინრო საქმეში 1
ძრავიანი ტრანსპორტი, გემები და საჰაერო ხომალდები 1
ელექტროტექნიკა და ენერგია 3
მექანიკა და ლითონის საქმე 2
ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება 1
ტრანსპორტის მომსახურებები
სატრანსპორტო მომსახურებები 1
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები
ადამიანებისა და საკუთრების დაცვა 1
ხელოვნება
სახვითი ხელოვნება 1
გამოყენებითი ხელოვნება (ხელნაკეთობა) 1
აუდიო-ვიზუალური მეთოდები და მედია პროდუქცია/წარმოება 1
(12)
  • Giorgi Tsirekidze
    2016 2018
  • Vako Julakidze
    2018 2018
  • Irakli Gogaladze
    2016 2017
  • Levani Nebieridze
    2018 2018
  • აქ სწავლობ(დი)?
    დაჩექინდი ფეისბუკის
    ანგარიშით!

საზოგადოებრივი კოლეჯი სპექტრის ისტორია:

თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს საქრთველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად. პროფესიული განათლების მიზანია, მოსახლეობის მითხოვნის დაკმაყოფილება, პროფესიული განვითარება და კარიერის შექმნა; კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის გაზრდა შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად; საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა, ასაკის შეუზღუდავად განათლების მიღება და თვითრეაბილიტაცია. 2007 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" განვითარების სტრატეგიამ ახალი მიმართულება მიიღო. „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ გახდა სასწავლებლის პრიორიტეტი.

საკონტაქტო ინფორმაცია
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი"
მისამართი: ბ. ჭიჭინაძის ქ #10 (აფრიკის დასახლება)
ტელ: (032) 2 401687
ელ. ფოსტა: spectri.org@gmail.com
ვებ-გვერდი: spectri.org/
Facebook: https://www.facebook.com/spectri/?rf=960970500609131