GE

„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „იბერია“

12 ოქტომბერს საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის ახალი პროექტის პრეზენტაციას საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,იბერიამ“ უმასპინძლა. პრეზენტაციის თემა იყო EDU.ARIS.GE-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა ახალი საკომუნიკაციო პლათფორმა „დაჩექინება“. აღნიშნული პლათფორმის საშუალებით სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაერთიანდნენ პროფესიული ნიშნით, კომუნიკაცია დაამყარონ როგორც ერთმანეთში, ისე პოტენციურ დამსაქმებლებთან და მათთვის საკუთარი CV ატვირთონ. ასევე ამ აქტივობით სტუდენტები ხელს შეუწყობენ პროფესიული განათლებისა და თავად კოლეჯის პოპულარიზაციასაც.

პრეზენტაციას „იბერიას“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი დეტალურად გაეცნენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალ გვერდს (https://edu.aris.ge/tvet/) და დაჩექინების პროცედურებს.

პრეზენტაციის ბოლოს პროექტის წარმომადგენლბმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და პროექტის შესახებ მათ მოსაზრებებს გაეცნენ, სტუდენტების ნაწილი კი სპეციალურად „იბერიასთვის“ შექმნილ მიკროვებგვერდზე დაჩექინდა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლას, ამჟამად კოლეჯს მიღება  10-მდე პროგრამაზე აქვს გამოცხადებული. მათ შორის, მზარეული, სტილისტი, ავტომობილის შემკეთებელი, ელქტროტექნიკოსი და  ბუღალტერი – ამ პროფესიების დაუფლებაზე კოლეჯში ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

როგორც კოლეჯში აღნიშნავენ, „იბერია” გამორჩეულია იმით რომ ჰყავს უცხოელი პარნიორები, შესაბამისად, საუკეთესო სტუდენტებს საშუალება ეძლევათ საზღვარგარეთაც ისწავლონ და გაიარონ პრაქტიკა. კოლეჯის წარმომადგენლის თქმით, ისინი მუდმივად ზრუნავენ როგორც სტუდენტების, ისე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

„იბერიას” წარმომადგენლის ინფორმაციით, კოლეჯში აქტიური ყურადღება ეთმობა ინკლუზიურ სწავლებასაც. მისი თქმით, კოლეჯის შშმპ სტუდენტებმა სპეციალური ლექსიკონებიც შეადგინეს, რომელიც წიგნის სახითაც უკვე ხელმისაწვდომია.

კოლეჯ „იბერიას” ასევე აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, რომელიც 70 სტუდენტზეა გათვლილი, ასევე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც კოლეჯის სტუმრებისთვისაა განკუთვნილი.

კოლეჯი „იბერია“ – ერთადერთი უფასო პროფესიული კოლეჯი იმერეთის რეგიონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური