პროფესიული განათლებით დასაქმებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს – ინტერვიუ პროფესიონალებთან
პროფესიული განათლება და დასაქმებით დაწყებული დიდი მეგობრობა – ესაა ის, რაც ოთხ ქუთაისელ ახალგაზრდას აერთიანებს. მათ საზოგადოებრივი კოლეჯი სხვადასხვა დროს დაამთავრეს, თუმცა შემდეგ ერთ კომპანიაში დასაქმდნენ და დღეს საუკეთესო მეგობრებიც არიან.
17 წლის კობა კოხრეიძემ, 25 წლის ბაქარ ჟორჟოლიანმა, 27 წლის რომან დარსაველიძემ და 29 წლის ზურა გეგეშიძემ, ავტომობილის ტექნიკური მომსახურების თეორიული კურსი, პროფესიონალურ დონეზე, ქუთაისში, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ გაიარეს.
არც ერთ მათგანს მანამდე პროფესია არ ჰქონია, დღეს კი ამერიკულ მანქანებში თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. სწორედ ამიტომ, მათ მთელს ამიერკავკასიაში იცნობენ. ქართველი და უცხოელი მომხმარებლებიც ძვირადღირებული და იშვიათი ავტომობილების შეკეთება-დიაგნოსტიკას უპირობოდ ანდობენ.
„იბერიის“ კიდევ ერთი კურსდამთავრებულის ისტორია კი ნათელი დასტურია, რომ სწორი პროფესიული განათლების შემდეგ, დასაქმებისთვის ყოველგვარი შეზღუდვები ქრება.
27 წლის გიორგი ჯღარკავა, რომელიც ბავშვობიდან სმენადაქვეითებულია და სამუშაო არასოდეს ჰქონია დღეს დასაქმებულია.
პროფესიული განათლების მიღებამ მას ქუთაისის ავეჯის დამამზადებელ საწარმოში მუშაობის შანსი მისცა. უკვე 2 წელია გიორგი შპს „ტაოს“ წარმატებული თანამშრომელია.
იხილეთ კოლეჯი “იბერიას”-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
ხუთივე პროფესიონალს EDU.ARIS.GE იმერეთში ესტუმრა და მათი ისტორიები მოისმინა.
ოთხი მეგობარი
ქუთაისში, ამერიკული ავტომობილების მომსახურების ცენტრ „დოჯი კრაისლერში“ ოთხი ახალგაზრდა ბიჭი მუშაობს. ყველა მათგანმა პროფესიული განათლება სხვადასხვა დროს მიიღო. „იბერიაში“ თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ, ბიჭები პრაქტიკულ სამუშაოზე სასწავლებლის პარტნიორ კომპანიაში გაანაწილეს. ისინი თანამშრომლებად მალევე აიყვანეს და დღეს არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში ამერიკული მანქანების საუკეთესო მცოდნეები არიან. მეგობრები ავტომობილის ელექტრო სისტემის, ძრავის და სავალი ნაწილების შეკეთებას მაღალპროფესიონალურად ასრულებენ და ქართველ კლიენტებთან ერთად, უცხოელ ავტომფლობელებსაც ემსახურებიან.
„არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ქუთაისზე და უკვე ჩვენი მომხმარებელი გვყავს აზერბაიჯანიდან, სომხეთდან და თურქეთიდან. 2 თვის წინ, კლიენტი ყაბარდო-ბალკანეთიდან მოვიდა სხვის მიერ გაწეული რეკომენდაციით. იციან, რომ აქ თუ მოვლენ –ის მანქანა აუცილებლად გაკეთდება,“ – ამბობენ ბიჭები.
„რომანის მეჯვარე ვარ, მეტი ახლობლობა რა უნდა იყოს. სამსახურში ხომ ერთად ვართ, აქედან რომ მივდივართ, მაინც ვერ ვშორდებით ერთმანეთს. თავისუფალ დროსაც სულ ერთად ვატარებთ,“ – ამბობს ზურა გეგეშიძე.
რომანი 27 წლისაა. მეგობრებიდან ყველაზე ადრე კომპანიაში სწორედ ის დასაქმდა. ის ავტომობილის ელექტროობის ხელოსანია. ამბობს, რომ 6 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რასაც ახლა უმცროს მეგობრებს უზიარებს.
მეგობრებში ყველაზე უმცროსი 17 წლის კობა კოხრეიძეა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პირდაპირ საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ გააგრძელა და ავტომობილის სავალი ნაწილების შემკეთებლის პროფესიას დაეუფლა. ის უკვე 2 წელია კომპანია „დოჯი კრაისლერის“ თანამშრომელია და დამოუკიდებლად მუშაობს. ამბობს, რომ მიუხედავად ასაკისა, მისთვის აქ მუშაობა რთული არაა.
„როცა შენი საქმე გიყვარს, სირთულე არაფერია. კოლეჯში კარგი თეორიული განათლება მივიღე. დრომ და გამოცდილებამ კიდევ უფრო მეტი ცოდნა შემძინა. „იბერიაში“ პირდაპირ სკოლიდან მივედი, რადგან პირველ რიგში, იქ მრავალფეროვნებაა და ნებისმიერი პროფესიის შესწავლა იყო შესაძლებელი. მე ეს საქმე ავირჩიე და არჩევანით კმაყოფილი ვარ. მიყვარს ჩემი პროფესია და ბოლომდე მას გავყვები, არ ვაპირებ პროფესიის შეცვლას,“ – ამბობს კობა კოხრეიძე.
აქამდე პროფესია არ ჰქონია 25 წლის ბაქარ ჟორჟოლიანს, რომელმაც პროფესიული განათლების მიღება სწრაფად დასაქმების უპირატესობის გამო აირჩია. მისი თქმით, გზა მოსწავლეობიდან დასაქმებამდე მოკლეა, თანაც უფასო სწავლების შესაძლებლობაც არ გაუშვა ხელიდან და კოლეჯ „იბერიას“ მიმართა.
„ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი იყო. უნივერსიტეტში 4 წელი უნდა მესწავლა. მე კი პროფესიის შესწავლა მინდოდა, სურვილი მქონდა მალე შემესწავლა და მალევე დავსაქმებულიყავი. „იბერია“ ამ მხრივ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იყო, უფასო სწავლებაც ბევრს ნიშნავს. ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ სწავლაში თანხა გადაიხადოს,“ – ამბობს ბაქარი.
იხილეთ კოლეჯი “იბერიას”-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
ამერიკული ავტომობილების ტექნიკური მონაცემების შესწავლა მცირე დროში შეძლო ზურა გეგეშიძემ, ამიტომ პრაქტიკული სწავლების დასრულებიდან ზუსტად ერთ თვეში, „დოჯი კრაისლერის“ თანამშრომელი გახდა.
29 წლის ზურა ამერიკული მანქანების საუკეთესო მცოდნეა. მას კლიენტები საქართველოს ყველა რეგიონიდან და ასევე, უცხოეთიდანაც აკითხავენ. ამბობს, რომ სასაუბრო ინგლისური არ იცის, თუმცა უცხოური ავტომობილების კომპიუტერულ დიაგნოსტიკას ინგლისურად ახდენს და ავტომობილის პრობლემის დადგენაში არასოდეს ცდება.
დამსაქმებელი
კოლეჯ „იბერიის“ კურსდამთავრებულთა ცოდნის დონით კმაყოფილია მათი დამსაქმებელიც. ამავე დროს, რევაზ ბილისეიშვილი იმ დადებით თვისებებზეც საუბრობს, რაც ბიჭებს სხვებისგან გამოარჩევს.
„რაც თვალში საცემია, პირველ რიგში, ალბათ, კოლეჯში ასწავლიან სისუფთავეს და თავიანთი ნივთების მოვლას, სამუშაო კუთხის მოწესრიგებას. ამ ბიჭების სამუშაო კუთხეს ვერ ნახავთ მოუწესრიგებელს. გარდა იმისა, რომ პროფესიონალები არიან, გამორჩეული არიან წესრიგით და სისუფთავით, რაც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა და ბიჭები მას სრულად აკმაყოფილებენ.
„ზურამ, პირველივე დღიდან დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, მეტის ძიება, რომ ახალი ცოდნა შეეთვისებინა. ყველა სიახლე მათთვის არის უფრო მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა. გვსურდა ისეთი ხალხი მიგვეღო თანამშრომლებად, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა პროფესიად აერჩია ეს საქმე და არა ის, ვისაც მხოლოდ ფინანსური ინტერესები აქვს. სწორედ ამიტომ, არჩევანი გავაკეთეთ კოლეჯ „იბერიაზე“, – ამბობს კომპანია „დოჯი კრაისლერის“ ხელმძღვანელი.
ანაზღაურება და მესიჯი ახალგაზრდებს
„თუ პროფესიონალური თეორიული განათლება არ გაქვს, პრატიკულად ვერაფერს გახდები, რაც შემდეგ დასაქმებაზეც იმოქმედებს“, – ამბობს ზურა, რომელიც „იბერიას“ პროფესიული პროგრამის თეორიულ კურსს უწონებს და ამბობს, რომ ეს ცოდნა სრულყოფილ პრაქტიკასთან ერთად დასაქმების გარანტიაა.
„დასაქმება დამოკიდებული იყო, რამდენად მოეწონები დამსაქმებელს შენი ცოდნით, უნარებით და ადამიანური თვისებებით. კოლეჯში მიღებული თეორიული იცოდნა კი სრულიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, პირველ რიგში ჩემთვის და შემდეგ დამსაქმებლისთვის. თუ თეორიულად არ იცი, პრაქტიკულად ვერაფერს ვერ გააკეთებ. ყველაზე მთავარი ესაა. თავიდან დასაწყებად, ის ცოდნა, რაც კოლეჯში მივიღეთ საკმარისი აღმოჩნდა, სხვა დანარჩენს კი პრაქტიკული სამუშაოების დროს სწავლობ“, – გვიხსნის ზურა.
კომფორტულ სამუშაო გარემოსთან ერთად, „დოჯი კრაილსერში“ დასაქმებული ოთხივე მეგობარი შრომის ანაზღაურებითაც კმაყოფილია. მათი საშუალო ხელფასი თვეში 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს. მეგობრები თვლიან, რომ მათი სამსახური ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალნაზღაურებადია.
იხილეთ კოლეჯი “იბერიას”-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
გიორგი
პროფესიული კოლეჯი „იბერიას“ კიდევ ერთი კურსდამთავრებული, გიორგი ჯღარკავა 27 წლისაა. ქუთაისის სმენადაქვეითებულთა სკოლის დასრულების შემდეგ, მან ორი წელი სამხატვრო სკოლაში ისწავლა. გიორგი ბავშვობიდან ხატავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის დასაქმებული არასოდეს ყოფილა.
პროფესიული პროგრამების შესახებ მან მეგობრებისგან შემთხვევით გაიგო, კოლეჯი „იბერიას“ თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი წარმატებით გაიარა და დამსაქმებლის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
გიორგი უკვე ორი წელია ქუთაისში, ავეჯის დამამზადებელ საწარმო შპს „ტაოში“ მუშაობს. მას სპეციალურ დანადგარზე, წინასწარ მითითებულ ზომებში, ავეჯის დეტალების დაჭრა ევალება. სამუშაოს 09:00 საათზე იწყებს, საღამოს 18:00 საათამდე კი დაახლოებით 5-6 სახეობის ავეჯის დეტალი უნდა დაჭრას. თვეში მისი საშუალო ანაზღაურება 500 ლარია. ამ თანხით გიორგი საკუთარ თავს და ასევე სმენადაქვეითებულ დას არჩენს.
„ერთ დღეში შეიცვალა ჩემი შვილის ცხოვრება. მისთვის არაფერი არ იყო. სულ სახლში იჯდა. მანამდე განადგურებული ვიყავი დ ახლა ცხოვრება მიხარია, რომ ჩემმა შვილმა განათლება მიიღო და დასაქმებულია. ამ შესაძლებლობისთვის ყველას დიდ მადლობას ვუხდი,“ – ამბობს გიორგის დედა, მზია ციკოლია.
მისივე თქმით, რომ არა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა, გიორგი ვერასოდეს დასაქმდებოდა.
კოლეჯი „იბერია“ – ერთადერთი უფასო პროფესიული კოლეჯი იმერეთის რეგიონში