GE

„დემოკრატია სკოლაში“ – მასწავლებელთა სახლში საერთაშორისო კონფერენცია იმართება

17 ოქტომბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატია სკოლაში“. კონფერენციის  მეორე დღე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ, როგორ განავითარონ დემოკრატიის პრინციპები სკოლაში, როგორია დემოკრატიული სკოლა და როგორი შეიძლება იყოს ამ პრინციპებზე გაზრდილი მოსწავლე.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლების წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან.

კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის ორგანიზებით, ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით,  თბილისში 17-18 ოქტომბერს იმართება. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ეცნობიან ევროპის საბჭოს დოკუმენტის „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ დანერგვის პრაქტიკას სკოლებში, მსჯელობენ გამოწვევებზე, რისკებსა და სამომავლო ინიციატივებზე.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკის გამოფენა მოეწყო, თუ როგორ ნერგავენ სკოლები ყოველდღიურ პრაქტიკაში ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას.

ორდღიანი კონფერენცია „რეგიონული თანამშრომლობისა და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში იმართება. კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგებს აჯამებენ და სამომავლო თანამშრომლობისათვის ახალი ინიციატივებზე ისაუბრებენ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში – მოლდოველ, უკრაინელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად. დემოკრატისა და ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე მასწავლებლლები ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა მათ ასევე აქვთ გამოწვევებიც. ერთმანეთის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანია – სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენც, ვსაუბრობთ კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებზე, ვიმსჯელოთ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე“, – ვერგელანდის ევროპულ ცენტრის დირექტორმა ანა პერონა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური