4 სექტემბერი, 2024
თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დამტკიცდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იმ პედაგოგებისთვის, რომლებსაც წარდგენილი პორტფოლიო დადებითად არ შეუფასდებათ.
“მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა არ შეუფასდება დადებითად, მას უფლება აქვს, მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების გასაჩივრების მიზნით, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მასწავლებელს საპრეტენზიო განაცხადის გაკეთება შეუძლია მიღებული შედეგის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
იხილეთ, საპრეტენზიო განაცხადის ფორმა
-
რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები by ამბები ზოგადი განათლებიდან 21 სექტემბერი, 2022
-
ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები by მასმედია 17 აგვისტო, 2022
-
კონკურსი „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“ – რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატმა by ამბები ზოგადი განათლებიდან 7 ივნისი, 2021