რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები
თუ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი ხართ და სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაქვთ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში და გახდეთ 2022 წლის საუკეთესო მასწავლებელი შემდეგ ნომინაციებში:
- 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი;
- 2022 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
- 2022 წლის გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
- 2022 წლის რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
- 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებელი;
კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა და 20 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული კონკურსის ფარგლებში ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.
მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 20 სექტემბრიდან – 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სარეგისტრაციო ბმული და დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ
-
არაერთ ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების 9.1% სერტიფიკატის გარეშე მუშაობს, 6.4%-მა კი პროფესია მიატოვა – OECD
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს არ არის უბრალოდ „ბუნდოვანება“, ესაა კანონის ფუნდამენტური პრინციპის არსებითი დარღვევა“ – V კლასელის მშობელი ფორმის არ შეძენაზე
by სოციალური ქსელები
-
სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც უნდა დაიწყოს – მისამართები
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო