დიდი წარმატების ორი განსხვავებული ისტორია და გზა „ახალი ტალღადან“ ხუთვარსკვლავიან სასტუმრომდე
„შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ სტერეოტიპია“ ამბობს ია გოგუაძე, რომელიც 15 წელია უსინათლოა, პროფესიული კოლეჯის დიპლომით კი დღეს ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ქსელში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ამაში განსაკუთრებული წვლილი ქობულეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „ახალ ტალღას“ მიუძღვის, სადაც ხმოვანი კომპიუტერის კურსი და ქოლცენტრის ოპერატორის ორთვიანი სწავლება ერთდროულად გაირა, დღეს კი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმღებში აღნიშნულ თანამდებობას საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების ფასად იკავებს.
ია გოგუძე ამობობს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერი აღარ არის, მთავარი კი მონდომება, შრომა და შესაბამისი განათლებაა. სწორედ ეს მიგნება უბიძგებს მას, პირადი გამოცდილება სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუზიაროს. როგორც რესპონდენტი EDU.ARIS.GE-ს უმხელს, თავდაპირველად დახმარებისთვის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრს მიმართა. სწორედ ამ პლატფორმის წყალობით აღმოჩნდა 3 თვის წინ კოლეჯ „ახალი ტალღას“ ბათუმის ფილიალში, სადაც ერთთვიანი თეორიული კურსის გავლის შემდეგ, კოლეჯმა, ანაზღაურებად პრაქტიკაზე ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიავლინა.
„დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა შემესწავლა კომპიუტერული ხმოვანი პროგრამა უსინათლოებისთვის, მაგრამ საშუალება არ მქონდა. ამის გარეშე კი ცოტა რთულია სამსახურის პოვნა. ასე უფრო თავდაჯერებული ხარ, მით უმეტეს, როცა უცხო ენაც იცი და ამ ყველაფერმა ხელი შემიწყო. თავიდან მივედი სოციალურ სააგენტოში, ჩემი მონაცემები შეიყვანეს ბაზაში იმის შესახებ, რომ სწავლა და დასაქმება მსურდა. მოგვიანებით დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს კურსები საზოგადოებრივ კოლეჯში, ბათუმის ფილიალში. სწავლება უფასო იყო და პრაქტიკაზე რომ გამომიშვეს ამისთვის თანხაც ჩამირიცხეს. შემდეგ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, სხვა დღის რეჟიმი მაქვს. ისეთი უნარები აღმომაჩნდა, რომლების შესახებ თავადაც არ ვიცოდი – ოპერატიულობა, კომუნიკაბელურობა, ენების ცოდნა, რომელიც მეგონა მივიწყებული მქონდა გავიხსენე. აქ ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, ოჯახური გარემოა და ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესიულ კოლეჯს „ახალი ტალღა“, – გვიყვება ია.
ახლა უკვე ქოლცენტრის ოპერატორი, პროფესიული კოლეჯის უპირატესობებზეც საუბრობს და განსაკუთრებით გამოარჩევს, სწავლების სპეციფიკურობას, რამაც დიდწილად განსაზღვრა იას სწრაფი დასაქმება.
„დიდი ცოდნა მივიღე ამ კოლეჯისგან. ძალიან კარგი გარემოა, კარგი პედაგოგები ჰყავთ. გარდა იმისა, რომ მე თვითონ ძალიან მონდომებული ვიყავი ამ კომპიუტერული პროგრამის ასათვისებლად, მიდგომაც ძალიან კარგი ჰქონდათ. ინდივიდუალურად ვსწავლობდი, მხოლოდ მე და ჩემი პედაგოგი. სწავლა სექტემბრის ბოლოს დავასრულე, 4 ოქტომბერს მოვედი ჰილტონში პრაქტიკებზე, 1-ლ ნოემბერს კი შტატში ჩამსვეს“.
ზუსტად ერთი თვის წინ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ამბობს, რომ უკვე პირადი მძღოლი ჰყავს, რომელიც კვირაში ხუთი დღე დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე სახლიდან სამსახურში გადაადგილებაში ეხმარება. ახალი მეგობრებიც გაიჩინა და როგორც თავად აღნიშნავს, თავს უკვე საყიდლებზე სიარულის უფლებასაც აძლევს:
„ჰილტონი აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ უფრო განვითარდნენ და უფრო პერსპექტიულები იყვნენ, აქ კიდევ არიას დასაქმებული სამი შშმ პირი და ამით ჰილტონი ერთ–ერთი მოწინავე ბრენდია. კარგი იქება, სხვა კომპანიებმაც მიბაძონ. აქ ადამიანი თვითრეალიზებას ახდენს და თავს საზოგადოებაში საჭიროდ გრძნობს. მიხარია, რომ უფრო დამოუკიდებელი ვარ და მაქვს შესაძლებლობა ბევრი რაღაცის უფლება მივცე საკუთარ თავს. მაგალითად საყიდლებზე სიარულის, ოჯახზე დახმარების“, – ამბობს ია გოგუაძე.
იასგან განხსხვავებით, სატუმროში მუშაობის უკვე 6–წლიანი გამოცდილება აქვს გოჩა ანანიძეს. ისიც, 100%–იანი დასაქმების მაჩვენებლის გათვალისწინებით, პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღას“ კურსდამთავრებულთაგან ერთ–ერთი დასაქმებულია, რომელიც სასტუმროს საქმის შესწავლის შემდეგ, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ პრაქტიკებზე მისვლისთანავე შტატში აიყვანეს.
მისი კარიერა 2012 წლის მარტში მიმტანის პოზიციაზე 400-ლარიანი ანაზღაურებით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ პოზიციები უფრო გაიმყარა და რესტორნის სუპერვაიზერის თანამდებობაზე გადაინაცვლა. პრესტიჟულ სასტუმროში მონდომება და კვალიფიკაცია მალევე დაუფასდა და დირექციამ იგი რესტორნის მენეჯერის თანაშემწედ დანიშნა. გასულ წელს მის ცხოვრებაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ამჯერად 25 წლის გოჩა ანანიძემ კვებისა და სასმელების დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწეს პოზიციაზე გადაინაცვლა. 2018 წლის მარტიდან კი სოლიდური ანაზღაურების ფასად კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობა უკავია. 26 წლის ასაკში ის უკვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ერთ-ერთი წამყვანი კადრია და უმაღლესი განათლების მიღების სურვილი არც კი გასჩენია, რადგან მუშაობა პროფესიული კოლეჯის დამთავრებისთანავე დაიწყო:
„ყოველი წელი ჩემთვის არის სიახლე და ნამდვილად არ მომბეზრდება ამ სფეროში მუშაობა, მით უმეტეს, როცა საშუალება არის დაწინაურდე, რამდენიმე ეტაპი გაიარო სხვადასხვა მიმართულებით ამ სფეროში. ძალიან ბევრი საფეხური გავიარე და კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ისეთ სასტუმროში, როგორიც არის აჭარის ტერიტორიაზე პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ეს ცოტას არ ნიშნავს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ადამიანს ყოველთვის უნდა გქონდეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ დავკონკრეტდები. არ გამოვრიცხავ ეს უკავშირდებოდეს საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების მიღებას“, – აცხადებს გოჩა ანანიძე.
წარმატებას, რომლითაც გოჩა ანანიძე ასე ამაყობს, იმ პროფესიულ კოლეჯს უკავშირებს, სადაც შესაბამისი განათლება მიიღო. „ახალ ტალღაში“ 2011 წელს 18 წლის ასაკში ჩაირიცხა, 5 საფეხური გაიარა და ამ ეტაპზე მისი სწავლის დონე ბაკალავრის ხარისხს უთანაბრდება:
”მაშინ, როცა აქ სწავლა დავიწყე, თავისთავად დაინტერესებული ვიყავი სასტუმრო საქმის შესწავლით, თუმცა ხელი შემიწყო, რა თქმა უნდა, იმ პროფესიონალთა გუნდმა, ვისითაც დაკომპლექტებულია კოლეჯი. დღემდე ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ფორმით. ჩემ შემდეგ კიდევ ბევრი კადრი დაემატა და სასწავლო პროგრამების უფრო ფართო არჩევანია. კოლეჯიდანაც მოდიან ჩვენთან მათი სტუდენტები, ვაწყობთ ინფოტურებს, ასევე გვყავს პრაქტიკოსი სტუდენტებიც. ნაკადი არის გაცილებით უკეთესი, ვინაიდან პროფესიული სფერო ყოველ წელს სხვადასხვა დანიშნულებას იძენს და უფრო მნიშვნელოვანი გახდა“, – აცხადებს გოჩა ანანიძე.
ჩვენს კითხვაზე, თუ რას ურჩევდა პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, გვპასუხობს:
„ვურჩევდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმ საქმეს, რასაც ხელი ჩასჭიდეს და წარმატება მათ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება“.
- 2019 წლის შეჯამება პროფესიულ განათლებაში და „ახალი ტალღას“ 2020 წლის გეგმები by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
- კოლეჯს “ახალი ტალღა” და აჭარის ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
- პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა „კულინარიის ხელოვნებაში“ by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“