GE

2019 წლის შეჯამება პროფესიულ განათლებაში და „ახალი ტალღას“ 2020 წლის გეგმები

პროფესიული განათლების ხელშეწყობა მთავრობისთვის 2020 წლის ბიუჯეტშიც პრიორიტეტულია. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 5,0 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები. გაიზრდება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ანაზღაურებაც. აღნიშნულის გათვალისწინებთ, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა მოუსმინოს პარტნიორი კოლეჯების ხელმძღვანელებს და მათთან ერთად შეაჯამოს როგორც გასული წელი, ისე 2020 წლის გეგმები პროფესიულ განათლებაში. ჩვენი სტუმარია კოლეჯი „ახალი ტალღა“ და მისი დირექტორი ლაშა ხახუტაიშვილი.

კოლეჯის მიღწევები 2019 წელს და რა შედეგზე გავიდა კოლეჯი გასული წლის დასასრულს:

-პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ დაბა ხულოში, სსიპ კოლეჯმა „ახალი ტალღა“ გახსნა ფილიალი, რომელიც ავტორიზებულია 150 პროფესიულ სტუდენტზე და 5 საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნულ ფილიალში უკვე განხორციელდა 2019 წლისთვის 2 მიღება და ორივე მიღებაზე დაფიქსირდა კონკურსი. კოლეჯის ფილიალში ამჟამად ფუნქციონირებს 9 ჯგუფი.

-USAID/ZRDA პროექტის მხარდაჭერით სსიპ კოლეჯმა „ახალი ტალღა“ სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლების და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა პროგრამაზე გადაამზადა 141 ბენეფიციარი.

-სსიპ კოლეჯს „ახალი ტალღა“ და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ახალ ტალღაში“, 2019 წლის განმავლობაში, 2 ეტაპად, 17 პროგრამაზე გადამზადდა 244 ბენეფიციარი.

-სკოლის მოსწავლეთათვის პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში სსიპ კოლეჯმა „ახალი ტალღა“ 2019 წელს, 2 ეტაპად, 19 პროგრამაზე გადაამზადა 301 ბენეფიციარი (სკოლის მოსწავლე).

-შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე 2019 წელს კოლეჯმა ავტორიზაციით დაიმატა 4 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და 5 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე გაზარდა კვოტა.

-2019 წელს სსიპ კოლეჯმა „ახალი ტალღა“ სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში  განახორციელა:

  1. მომზადების 10 პროგრამა- 75 ბენეფიციარი
  2. გადამზადების 4 პროგრამა- 20 ბენეფიციარი
  3. “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა” მოსარგებლეთა 7 პროგრამა- 50 ბენეფიციარი.

აღნიშნული პროგრამის განხორციელების პერიოდში ბათუმში ფუნქციონირებდა სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ტრენინგ ცენტრი.

-სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ და ესტონეთის, ქალაქ ვალგას პროფესილ სასწავლებელთან თანამშრომლობის საფუძველზე 2019 წელს, ესტონეთის მხარის დაფინანსებით, კოლეჯის სამი პროფესიული სტუდენტი ჩაირიცხა ქალაქ ვალგას პროფესიულ სასწავლებელში ლოგისტიკის ორწლიან პროგრამაზე. ამავე კოლეჯთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, ქალაქ ვალგას პროფესიული სასწავლებლის, ლოგისტიკის და მზარეულის სპეციალობის პროფესიული სტუდენტები 2 კვირის განმავლობაში გადიოდნენ ტრენინგებს (სასწავლო პრაქტიკას) სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ბაზაზე და მის პარტნიორ ორგანიზაციებში. ასევე სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ მზარეულის სპეციალობის პროფესიული სტუდენტები 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ესტონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვალგას პროფესიულ სასწავლებელში, ტრენინგებზე (სასწავლო პრაქტიკაზე).

-2019 წელს კოლეჯი აქტიურად ჩაერთო პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელებაში. კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია ამ მიმართულებით 9 საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიმდინარე წელს განახორციელა 2 ეტაპი.

-2019 წლის განმავლობაში კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობდა SES ექსპერტთა (SENIOR EXSPERTEN SERVICE) ორგანიზაციასთან, რომლის ფარგლებშიც კოლეჯში იმყოფებოდა 8 SES ექსპერტი და გადამზადდა კოლეჯის 16 პროფესიული მასწავლებელი.

-2019 წელს კოლეჯმა დაიწყო თანამშრომლობა სამ უცხო ქვეყნის პროფესიულ კოლეჯებთან, კერძოდ პოლონეთის, გერმანიისა და უკრაინის სასწავლებლებთან. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების ამოქმედება.

ის კონკრეტული საკანონმდებლო ან სხვა ნაბიჯები რომელიც გადაიდგა ამ წლის მანძილზე პროფესიული განათლების განვითარებისთვის (სახელმწიფოსგან) ან არ გადაიდგა და იყო მოლოდინი:

-მიმდინარეობს ახალი პროფესიული განათლების შესახებ კანონის იმპლემენტაცია, მარეგულირებელი წესების შემუშავება.

-შემუშავდა ახალი ავტორიზაციის სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს ხარისხის გაზრდას.

-მუშავდება პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი.

კოლეჯის ადგილი და როლი ქართული პროფესიული განათლების ჭრილში 2019 წელს და მოლოდინები 2020 წლისგან:

-სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ მისიაა “პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებით და თავსებადობით, მრავალპროფილური პროფესიული განათლებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მიწოდებით. სოციალური ინკლუზიით, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდა.”

-კოლეჯი 2019 წლისთვის ავტორიზირებულია 42 საგანმანათლებლო პროგრამაზე და 1788 პროფესიულ სტუდენტზე, მას გააჩნია მუდმივი ფილიალი მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ დაბა ხულოში, დროებითი ტრენინგ ცენტრები ბათუმში და სამეგრელოს რეგიონში.

-სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა თანამშრომლობს შესაბამისი მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე 100-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნეს პარტნიორთან (დამსაქმებელ ორგანიზაციასთან).

-სსიპ კოლეჯი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცა: UNDP, USAID, ERASMUS+, GIZ, რომლებთან ერთადაც ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს.

2020 წლის გეგმები და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც კოლეჯმა უნდა შეასრულოს მომავალ წელს და სურვილები ქართული პროფესიული განათლების გაჯანსაღებისთვის:

-ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით და ავტორიზაციის ახალი სტანდარტებიდან გამომდინარე კოლეჯმა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს მარეგულირებელი დოკუმენტები.

-შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად იგეგმება ავტორიზაციის გზით რამოდენიმე საგანმანათლებლო პროგრამის დამატება.

-საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და უცხო ქვეყნის პროფესიული სასწავლებლების ჩართულობით იგეგმება პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელება.

-უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წელს კოლეჯში იგეგმება ინტეგრირებული პროგრამების დამატება, რომელიც მისცემს საშუალებას საბაზო განათლების მქონე პროფესიულ სტუდენტს პროფესიასთან ერთად მიიღოს საშუალო განათლების ატესტატთან გათანაბრებული დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი კი წინა პირობაა სტუდენტმა გააგრძელოს სწავლება უმაღლეს სასწავლებელში.

-კოლეჯში 2020 წლისთვის იგეგმება მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება და 5 თანამედროვე ლაბორატორიის აგება.

-2020 წელს იგეგმება 7 SES (SENIOR EXSPERTEN SERVICE) ექსპერტის ვიზიტი და შესაბამისად 14 პროფესიული მასწავლებლის გადამზადება.

პროფესიული განათლება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური