ერთ კვირაში კორონავირუსის მიზეზით ასეულობით სკოლა დაიხურა – უახლესი სტატისტიკა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს უწყებიდან აცნობეს, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება.
რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.
მასწავლებლების სავალდებულო ტესტირება კოვიდზე დროებით შეჩერდება – ამირან გამყრელიძის განმარტება
შეგახსენებთ, რომ მეორე სემესტრის დაწყების პირველ კვირაში კორონავირუსის მიზეზით 21 სკოლა იყო დახურული.
ასევე იხილეთ:
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა კიდევ 36 202-მა მოსწავლემ მოითხოვა – EMIS-ის ბოლო მონაცემები
-
რომელ კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს 120 და 60 კრედიტიანი მაგისტრატურის პროგრამები – ცვლილებები ბრძანებაში
by ARIS.GE-განათლება
-
რა უპასუხეს და რა საკითხები წერეს ისტორიის გამოცდის ორივე სესიაზე აბიტურიენტებმა – პირველი დღის შეფასებები
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ბიოლოგიაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე