დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა კიდევ 36 202-მა მოსწავლემ მოითხოვა – EMIS-ის ბოლო მონაცემები

დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა დღეს, 27 იანვარს ათი ათასობით მოსწავლემ მოითხოვა, რაც, გასულ კვირასთან შედარებით, დაახლოებით 12 ათასით მეტია.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, სახლიდან განათლების მიღების მსურველ მოსწავლეთა რიცხვი ამ კვირას 36202-ია. ონლაინიდან დასწრებულ სწავლებაზე გადასვლა კი 4031-მა მოსწავლემ მოითხოვა.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge
ასევე იხილეთ:
თბილისში ათეულობით ბაგა-ბაღი დაიხურა – დაინფიცირებული ბავშვებისა და აცრილი მოზარდების სტატისტიკა
-
სტატისტიკა შემცირებულია, მაგრამ 442 მოსწავლე ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმს ითხოვს by EDUVID-19
-
აუდიტი: „ტელესკოლის“ განმახორციელებლებმა არ იციან, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა ძირითად მოვალეობას by ARIS.GE-განათლება
-
სკოლებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება