GE

„ეს თემა პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია“ – ეკატერინე ტიკარაძე

მოიხმარენ თუ არა პირბადეებს 2020 წლის აბიტურიენტები გამოცდების დროს – ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყება განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ მიმართულებით ისინი აბიტურიენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას გეგმავენ.

“ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო: rustavi2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური