GE

„ეს უნივერსიტეტი ჩემთვის ის ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც აფასებენ შრომას“ – რას ამბობენ IBSU-ში გრანტით ჩარიცხული სტუდენტები

შავი ზღვის საერთაშორიო უნივერსიტეტი ფლექსის პროგრამის მონაწილეებს არაერთ საგრანტო პირობას სთავაზობს. ამჟამად, იბსუში 10 ასეთი პირველი კურსის სტუდენტი ირიცხება, მათ შორის არიან მანჩო გაჩეჩილაძე და ლიკა დევიძე. ისინი 100%-იანი სახელმწიფო გრანტისა და ფლექსის 100%-იანი გრანტის გამო სრულიად უფასოდ სწავლობენ.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩემი ერთადერთი არჩევანი იყო. სხვა უნივერსიტეტები არც განმიხილავს, რადგან იბსუსთან სკოლის პერიოდშიც მქონდა შეხება და ვიცნობდი უამრავ წარმატებულ კურსდამთავრებულს, რომლებიც საკუთარი პროფესიით იყვნენ დასაქმებულები. ჩემთვის, როგორც ფლექსის გაცვლითი პროგრამის მონაწილისთვის, აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ითვალისწინებს გაცვლითი სტუდენტების გამოცდილებას და ხელს უწყობს მათ, მიიღონ ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი პირობებით. მომავალ ფლექსელებს ვურჩევ, აუცილებლად ისარგებლონ სტუდენტებზე მორგებული შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ახალი შესაძლებლობით. ჩემთვის სასიხარულოა 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვება, რადგან იბსუმ მთლიანად დამიფინანსა სწავლის გადასახადი. ეს უნივერსიტეტი ჩემთვის ის ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც აფასებენ შრომას, ამით კი მოსწავლეებს აძლევენ სწავლის მოტივაციას და პიროვნული თუ კარიერული განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს”, – მანჩო გაჩეჩილაძე

“უმრავლესობა აბიტურიენტების დიდ გზას გადის სასურველი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის არჩევის საკითხში. მე ყოველთვის სიმპატიით ვიყავი განწყობილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ გაცვლითი პროგრამების სიუხვით, თანამედრო სწავლების მეთოდით და სტუდენტზე ორიენტირებულობით, რაც არაერთი მეგობრისგან გამეგო. თუმცა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილმა შანსმა, შიდა გრანტი Flex-ს პროგრამის მონაწილეებისთვის, დამარწმუნა. ამ ძალიან ხელშემწყობმა შეთავაზებამ დამარწმუნა, რომ IBSU-თვის მთავარი მოტივირებული ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა იყო. პირადად მე, ძალიან მადლობელი ვარ, რადგან ამ გრანტის საშუალებით შევძელი ამერჩია IBSU პირველ ნომრად და სასურველ ფაკულტეტზე მოვხვედრილიყავი, თანაც უდიდესი ფინანსური შეღავათით. მგონია, რომ ამით ნამდვილად გამოირჩევა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ვთვლი, რომ მსგავსი სახის დახმარება, ცოდნის და გამოცდილების დაფასება, უნივერსიტეტის მხრიდან სწორი გადადგმული ნაბიჯია და სხვა დაწესებულებმაც უნდა აიღონ მაგალითი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან”, – ლიკა დევაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური