GE

გამოქვეყნდა ცნობარი მეორადი ჩარიცხვების მსურველი აბიტურიენტებისთვის (2026) – რა უნდა გაითვალისწინოთ არჩევისას

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) დღეს, 11 სექტემბერს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის განახლებული „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ გამოაქვეყნა.

NAEC-ის ცნობით, ცნობარში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.

პროგრამების ასარჩევად 14 სექტემბრიდან 18 სექტემბერის ჩათვლით აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი – „ერთიანი ეროვნული გამოცდები – მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.

პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისათვის დადგენილი
  • მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
  • პროგრამის სწავლის საფასური;
  • ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.

აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.

იხილეთ: ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2026 (მეორადი ჩარიცხვები)

ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

ასევე იხილეთ:

საგამოცდო საგნები, რომლებშიც ვერცერთმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ვერ მიიღო – გამოცდები 2026

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური