აბიტურიენტის ცნობარი 2026
გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის ცნობარს აბიტურიენტებისთვის:
ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2026
(naec.ge, PDF, საბოლოო ვერსია 12,08,2026)
ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2026
(naec.ge, PDF, განახლებულია 08,08,2026)
ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2026
(naec.ge, PDF, 03,04,2026)
ცნობარში გაეცნობით ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, როგორებიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, დადგენილი ადგილებისა და ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგამოცდო პროცედურები, პროცესის ეტაპები და წესები, სწავლის საფასური და სხვ. ასევე, ინფორმაციას, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას.
კერძოდ:
– აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა;
– აკრედიტაციის ვადები;
– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება).
გახსოვდეთ, რომ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდული არ არის.
გაითვალისწინეთ, რომ არსებული ცნობარი მუდმივად განახლებადია და საბოლოო სახით აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე