გამხნევება და რჩევები მოსწავლეებს – „თქვენს შორის არ არსებობს უნიჭო მოსწავლე – ყველა ნიჭიერია!“
მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი
1.როცა დარვინმა მედიცინა დატოვა მამა ეუბნებოდა: „შენ არაფერი გაინტერესებს ძაღლებისა და ვირთხების დაჭერის მეტი!’’- არადა, მოგვიანებით, შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
2.ედისონის მასწავლებელი ამბობდა, რომ ის სულელია და არაფრის სწავლა შეუძლია – არადა ის, მოგვიანებით, მეწარმე და გამომგონებელი გახდა ელექტროფიკაციის სფეროში. სახელი გაითქვა ფონოგრაფის გამოგონებით.
3.აინშტაინი არ საუბრობდა 4 წლამდე. მასწავლებელი ახასიათებდა მას, როგორც გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს. არადა, მოგვიანებით, მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.
4.როდენის მამა ამბობდა: “ჩემი შვილი იდიოტია. მან სამჯერ ვერ მოახერხა ხელოვნების სკოლაში ჩაბარება.” არადა, ის, მოგვიანებით ცნობილი მოქანდაკე გახდა. მან ქანდაკებაში შემოიტანა მანამდე უცნობი ფორმის თავისუფლება.
5.მენდელეევს ქიმიაში სამიანი ჰქონდა. არადა, მოგვიანებით, მან შექმნა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსია.
6.როცა მარკონი რადიოს შესახებ უყვებოდა მეგობრებს, მათ ჩათვალეს, რომ ის გაგიჟდა და ფსიქიატრთან მიიყვანეს. არადა, რამდენიმე თვეში მან რადიო გამოიგონა.
7.უოლტ დისნეი გაზეთიდან გაათავისუფლეს იდეების არქონის მიზეზით. არდა, მოგვიანებით, მან იდეების მთელი სამყარო აჩუქა სამყაროს!
ჩემო ძვირფასები, თქვენს შორის არ არსებობს უნიჭო მოსწავლე – ყველა ნიჭიერია!
– მოთხოვე მასწავლებელს, აღმოაჩინოს შენი ნიჭი.
– აიძულე, დაგინახოს შენ.
– შეაწუხე, რომ გკითხოს.
– აუხსენი რომ დახმარება გჭირდება.
– აგრძნობინე, რომ მისი თანაგრძნობა დარდს შეგიმსუბუქებს.
– ჩახედე თვალებში და უთხარი, რომ გიყვარს.
– თამამად მიდი მასთან და მოსთხოვე მოვალეობის შესრულება.
– განუცხადე, რომ სკოლა შენიცაა.
– იმეგობრე მასთან.
– თუ დედას აწყენინა, უთხარი, რომ კარგად მოპყრობა ორთავესთვის სასარგებლო იქნებოდა.
– ესაუბრე შენს ოცნებებზე.
– აუხსენი, თუ თავად დააგვიანებს გაკვეთილზე, შენც გაგიჭირდება დისციპლინის დაცვა.
– როცა ძალიან გინდა, რომ უპირატესობა უდისციპლინობით დაუმტკიცო, დედა გაიხსენე.
– იფიქრე მასზე, ისიც ადამიანია – უყვარს, იღლება, უხარია, ტირის და ხანდახან ტკივილიანიც იცინის, რომ უკეთესად აგიხსნას/გაგაგებინოს, როგორ უყვარხარ.
„ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!“ – მასწავლებლის შეგონება
“შენ გინდა, რომ პირველკლასელივით თვალებში გიყურებდნენ”– მიმართვა მასწავლებლებს