„ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!“ – მასწავლებლის შეგონება
მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი
ეს ისე… ჩემთვის… და თქვენთვისაც:
40 წლის ასაკში არწივის კლანჭები გრძელი, ნისკარტი დიდი და მოკაუჭებული ხდება, ბუმბული უხშირდება და ხელს უშლის ფრენაში.
ეს 150 დღე გრძელდება.
ამას ან უნდა შეეგუოს და მოკვდეს, ან უნდა გაუძლოს ცვლილებების უმძიმეს პერიოდს.
იგი მიფრინავს თავის ბუდეში, 5 თვის წვალების შემდეგ ხელახლა იბადება და 30 წელი შეუძლია იფრინოს და დატკბეს სიცოცხლით!
– როდესაც არწივს ერთი ფრთიდან ბუმბული წყდება, საჰაერო ბალანსის დაცვისთვის, მეორე ფრთიდან, ბუმბულს, თავისით იგლეჯს…
-.როდესაც წვიმს, ყველა ფრინველი თავშესაფრისკენ მიფრინავს, არწივი, წვიმის თავიდან ასაცილებლად, ღრუბლების მაღლა დაფრინავს!
შეგონება ჩემი მეგობრებისთვის:
წინააღმდეგობა ცვლილებებზე ტვინის ბუნებრივი რეაქციაა და მას ამის არგუმენტებიც აქვს გამოცდილებიდან… სოციალური მემკვიდრეობიდან…
არ ,,დაჭკვიანდეთ” ისე, რომ ტვინის კარნახი მოცემულობად ჩათვალოთ…
ცვლილება განათლებაში მოირგე, როგორც გამოწვევა!
p.s. ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!
“შენ გინდა, რომ პირველკლასელივით თვალებში გიყურებდნენ”– მიმართვა მასწავლებლებს
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
გზავნილები სასკოლო და საუნივერსიტეტო საზოგადოებას პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისგან
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება