განათლების ახალი მინისტრი – ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო გაგრძელდება
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მუშაობას უკვე ხვალიდან შეუდგება. შესაბამის ბრძანებას პრემიერი ხელს დღესვე მოაწერს. თუ სად გააგრძელებს მუშაობას მისი წინამორბედი ალექსანდრე ჯეჯელავა, ამაზე ჩხენკელს ინფორმაცია არ აქვს, თუმცა პრემიერის მსგავსად აცხადებს, რომ ჯეჯელავა გუნდში რჩება.
ახლადდანიშნული მინისტრი ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიაში გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და მედიასთან რამდენიმე კითხვასაც უპასუხა.
მისი თქმით, მთავრობის 4 – პუნქტიან გეგმაში განათლებასა და განათლებაზე ზრუნვას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია და ეს არის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტიც.
„თითოეულმა ახაგალგაზრდამ უნდა იგრძნოს რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახაგლაზრდები. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა და ყველა იმ პირობის შექმნა, რომ იმ პოტენციალის რეალიზება მოხდეს, რომელიც მათ გააჩნიათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის,“ – განაცხადა ჩხენკელმა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გააგრძელებს თუ არა მიხეილ ჩხენკელი მისი წინამორბედის მიერ დაწყებულ საქმიანობას, მათ შორის გაგრძელდება თუ არა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა, რაზეც ჩხენკელმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„მე მინდა გითხრათ რომ ზოგადად ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული კომპელქსური ფუნდამენტური მიდგომა და ამას განახორციელებს ჩვენი სამინისტრო. ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო წარმატებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. არის მთელი რიგი გამოწვევები, უკავშირდება განათლების ხარისხს და მეცნიერების ხარისხის განვითარებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს გადაწყდეს,“ – აღნიშნა ჩხენკელმა.
ცნობისთვის, სკოლებში ვაშლების შეტანის პროგრამა სამინისტროს დეკემბრამდე აქვს გაწერილი.
„ჩემი მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხზე ზრუნვა იქნება“ – განათლების ახალი მინისტრი
ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების მინისტრის პოსტი დატოვა
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება