განათლების სამინისტრო: უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას იწყებს. განათლების სამინისტროს მიერ 18 ივლისს მოწოდებული ინფორმაციით, აკრედიტაციის პროცესის დაწყების მიზნით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის აკრედიტაციის ექსპერტებისათვის ტრენინგები დაიწყო.
2022 წელს დაგეგმილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის 83/ნ ბრძანებით შევიდა ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში. აღნიშნული ცვლილებით ამოქმედდა განახლებული კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები, პროცედურები და საფასურები, რაც გულისხმობს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები შეფასდება კლასტერული აკრედიტაციის მოდელისა და პრინციპების მიხედვით. კლასტერული აკრედიტაციისთვის განახლდა შეფასების პროცესისათვის აუცილებელი დოკუმენტაციაც.
„კლასტერული აკრედიტაციის დროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ წარადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით. კლასტერში პროგრამების დაჯგუფება მოხდება შინაარსობირი ნიშნით. კლასტერული აკრედიტაციის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სისტემა იძლევა საშუალებას, ექსპერტების მიერ შეფასდეს, თუ როგორ ვითარდება კონკრეტული უმაღლესი განათლების დარგები და მიმართულებები, როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული ინსტიტუციის ფარგლებში“, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო