აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები განისაზღვრა – პროგრამები და კლასტერის ვადები
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები და სწავლის სფეროების მიხედვით განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადების გადანაწილება 2022-2028 წლებზე.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ ოთხ ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები 2022-2028 წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ხელახალი აკრედიტაციის ვადები არ გავრცელდა იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მინიჭებული ჰქონდათ პირობითი აკრედიტაცია ან აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდათ ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციის მიერ.
ბრძანება სწავლის სფეროების განაწილების თაობაზე
ბრძანება პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
2022-2028 წლებზე გადანაწილებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ასევე იხილეთ:
- დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის შესწავლის მსურველთათვის by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- რამდენმა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია ორი წლის განმავლობაში და რა სამუშაოები შეასრულა განათლების ხარისხის ცენტრმა 2024 წელს – დეტალები by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- რომელი უნივერსიტეტების პროგრამებზე იმსჯელებს 30 დეკემბერს აკრედიტაციის საბჭო by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი