განათლების კომიტეტმა საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის საკითხს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
დღეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილავს.
მეცნიერების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის შესახებ. დღეს მოქმედი რეგულაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აკრედიტაციისთვის განაცხადს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე ავსებენ.
აღნიშნული საკითხის განათლების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ განაცხადა, რომ ცვლილებების შემდეგ დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, სააკრედიტაციოდ, ერთ კლასტერში, შინაარსობრივად დაჯგუფებული პროგრამები წარადგინოს არაუმეტეს 8 საგანმანათლებლო პროგრამისა. კლასტერი კი განისაზღვრება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისათვის, ასევე, პროგრამის შინაარსის, სწავლების მიზნისა და შედეგების ნიშნით.
კლასტერული აკრედიტაციის დანერგვისას, 1 წლის განმავლობაში მხოლოდ იმ კონკრეტული სფეროს პროგრამები შეფასდება, რომლებიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. აღნიშნული მოდელი კი სამინისტროს განმარტებით, სახელწმიფოს საშუალებას მისცემს, შეაფასოს მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება ესა თუ ის კონკრეტული დარგი. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციების განაწილება კი სწავლის სფეროების მიხედვით 2028 წლამდე მოხდება. ცვლილებების თანახმად, აკრედიტაციის გავლა სავალდებულო იქნება ყველა სახისა და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის, გარდა საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებისა.
ასევე იხილეთ:
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება