„განათლების სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში“
სასწავლო წელს განათლების სამინისტრო იწყებს 15 სექტემბერს და ამისთვის ემზადება იმ რეგულაციების ფარგლებში რომელიც, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო შეისყიდის სადეზინფექციო საშუალებებს და ამით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა დაწესებულება იქნება აღჭურვილი.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ სკოლებთან და საგანმანათლებლო ცენტრებთან და ვეხმარებით მათ, რომ ყველა გაწერილი რეკომენდაცია იყოს დაკმაყოფილებული. განათლების სამინისტრო შეისყიდის სადეზინფექციო საშუალებებს და ამით სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა დაწესებულება იქნება აღჭურვილი. ყველაზე მნიშვნელოვნი რაც არის, მოსწავლეებს შორის იქნება 1-მეტრიანი დისტანცია. ამასთან დაკავშირებით სკოლები თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე არეგულირებენ და აორგანიზებენ სასწავლო პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ინფრასტრუქტურა მოითხოვს, გარკვეულწილად, ჩარევას დისტანციური სწავლების შესახებ, ამას უკვე სკოლა განსაზღვრავს, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია