„განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ბავშვები სკოლაში გატარებულ 4,6 წელს კარგავენ“
გასულ კვირას “მსოფლიო ბანკმა” ადამიანური კაპიტალის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ზომავს – რა პოტენციალს მიაღწევდა დღევანდელი ბავშვი 18 წლის ასაკში თუკი ის მიიღებდა სრულყოფილ განათლებას და ჯანდაცვის სერვისებს. კვლევის დეტალებზე საუბრისას, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ბავშვები სკოლაში გატარებულ 4,6 წელს კარგავენ.
მისი მოლინეუსის შეფასებით, საქართველოს ქულა ამ ინდექსში გვაჩვენებს, რომ საქართველოში დღეს დაბადებული ბავშვი იმ პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს, რასაც მისი თანატოლები აღწევენ სხვა ქვეყნებში, სადაც უკეთესი განათლების და ჯანდაცვის სისტემებია.
“ვხედავთ, რომ გაუმჯობესებისთვის ადგილი ნამდვილად რჩება, თუმცა 10 წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევხედავთ, საქართველო ნელა, მაგრამ თავის ქულას მაინც აუმჯობესებს. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავალთ ამ რიცხვებში, ვნახავთ, რომ საშუალოდ ბავშვი საქართველოში სკოლაში 12.9 წელს ატარებს, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საქმე მიდგება ამ სწავლის ეფექტიანობაზე და ხარისხზე – ეს მაჩვენებელი 8.3-ია – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით. ახლა, თუ შევხედავთ ეს რატომ ხდება – ამას პიზას შედეგებიც აჩვენებს. აქაც მონაცემების გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია”, – აცხადებს მოლინეუსი.
„საქართველოში, ბავშვი, რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, შედეგებით მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა“
წყარო:bm.ge
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია