მედლის გრანტის მქონე სტუდენტი: ავირჩიე იბსუ – უნივერსიტეტი, რომელიც ბევრ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU-ში) ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისთვის შიდა გრანტები უკვე 6 წელია მოქმედებს. ამით, ასობით სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათით ესარგებლა: როგორიცაა 50%, 70% და 100%-იანი შიდა გრანტი.
2020-2021 სასწავლო წელს, იბსუ-ში 166 ოქროს და 32 ვერცხლის მედალოსანმა ჩააბარა.
მათ შორისაა 100%-იანი სახელმწიფო და შიდა გრანტის მფლობელია ნინო ზაქარაძე, რომელიც ფინასების პროგრამის პირველ კურსზე სწავლობს:
„ერთი წლის წინ საერთოდ არ მქონდა გადაწყვეტილი თუ რა პროფესია ამერჩია, მომავალი ხომ სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ფინანსები არის ის სპეციალობა, რომელიც ნამდვილად შემეფერება. უნივერსიტეტის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა თუ როგორ სპეციალისტად ჩამოყალიბდება ადამიანი, ესეც საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის სასწავლებლების სიმრავლის გამო. საბოლოოდ, ავირჩიე იბსუ – უნივერსიტეტი, რომელიც ბევრ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს. სწავლის ხარისხთან ერთად ჩემთვის, როგორც ოქროს მედალოსნისთვის, დაფინანსების სისტემაც მომხიბლავი იყო. ვფიქრობდი, რომ ეს მედალი უბრალოდ ნივთი იყო, რომლითაც მშობლები და ახლობლები იამაყებდნენ, მაგრამ რეალურად იბსუ სწორედ ამ “ნივთს” და სტუდენტის მონდომებას აფასებს. ამ უნივერსიტეტში ჩაბარების სიხარული გაორმაგდა, როცა გრანტის ველში 100% დავინახე, მაშინ მივხვდი, რომ იბსუ-მ სრულად დამიფასა ამდენწლიანი შრომა.“
მედლის გრანტით, მარიამ ბარიაშვილიც უფასოდ სწავლობს მარკეტინგის ინგლისურენოვან პროგრამაზე, რომელიც 5100 ლარი ღირს.
„პირველ პრიორიტეტად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი მარკეტინგი მეწერა, რადგან ვიცოდი რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ განხრით. შესაბამისად, მაღალი ქულები და გრანტი მაქსიმალურად გამიზნული მქონდა. მართალია ეს პროგრამა სახელმწიფოს გრანტით სრულად არ ფინანსდებოდა, თუმცა ამ უნივერსიტეტმა იმის შესაძლებლობაც მომცა, რომ შიდა გრანტით მესარგებლა და სკოლაში მოპოვებული ოქროს მედლით დარჩენილი თანხაც დამიფინანსდა, რაც, ვფიქრობ მომავალი სტუდენტებისთვის ნამდვილად სტიმულის მომცემია, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ.“
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი