გურიაში სკოლებისა და ბაღების ნაწილი დაიხურა
კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო, გურიის მუნიციპალიტეტების არაერთ სკოლასა და საბავშვო ბაღში 2 აპრილიდან სასწავლო პროცესი 2 კვირის ვადით შეჩერდება.
შეზღუდვები ამოქმედდება შემდეგ დაწესებულებებში:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, როგორც სკოლაში, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში: სკოლებსა და ბაღებში.
ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში: საჯარო სკოლებსა და ბაღებში.
ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო სკოლებსა და ბაღებში.
„აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასიური ტესტირება დაიწყება“, – ნათქვამია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაიწყება სოფელ შრომის მოსახლეობის მასობრივი ტესტირება.
ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, სკოლების ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლა სოფლებში არსებული ეპიდვითარებას უკავშირდება:
“სკოლებში ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა. სოფლებშია ძალიან ბევრი შემთხვევა, ამიტომ წერილობითი რეკომენდაცია მივიღეთ რამდენიმე სკოლაში სწავლა ონლაინ გავაგრძელოთ და სავარაუდოდ საკლასო ოთახებში მუშაობას ეპიდვითარების შესაბამისად განვაახლებთ”, – აცხადებს ლელა იმედაიშილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ვესაუბრეთ ლანჩხუთის რესურსცენტრსაც.
“სულ ლანჩხუთში 7 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ერთ სკოლაში ვირუსი მოსწავლეებს დაუდასტურდათ. ექვს სკოლაზე მივიღეთ რეკომენდაცია, რომ მუშაობა დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყო, სოფელ წყალწმინდაში კი ჩვენ მოვითხოვეთ დისტანციური სწავლება, რადგან აქ ერთი კლასი უკვე დისტანციურდ მუშაობდა. 4 მოსწავლე იყო ინფიცირებული. ამ სკოლაში სულ 187 მოსწავლე დადის”, – განგვიცხადა ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსმა ნინო ჩიტაძემ.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19