GE

IBSU-მ საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადას ინფორმატიკაში უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადას ინფორმატიკაში უმასპინძლა. ზამთრის V ოლიმპიადის ორგანიზატორები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია არიან.

ოლიმპიადა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით მიმდინარეობდა. მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს შეეძლოთ, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადა სამი ასაკობრივი ჯგუფისათვის – VIII კლასამდე, IX–X და XI-XII კლასელი მოსწავლეებისათვის ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში, გარდა გამარჯვების დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა, გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური