IBSU მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს. მათთვის, ვისაც სწავლის გაგრძელება იბსუში სურს, ქვემოთ მითითებული მობილობის პროცესისთვის გაკუთვნილი ვადები და უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა უნდა გაითვალისწინოს.
გამოცხადდა 2020-2021 წლის მობილობა. მისი ეტაპები კი შემდეგია:
1. 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 19 აგვისტოს 18:00საათამდე – მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა;
2. 2020 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით – პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის წარმოდგენა;
3. 2020 წლის 25 აგვისტოდან 2020 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
4. 2020 წლის 10-11 სექტემბერი – მობილობის წესით ჩასარიცხი პირების მიერ შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გაფორმება.
პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ 2020 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით მობილობის მსურველმა სტუდენტმა შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- დოკუმენტ(ებ)ის ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტასტუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი);
- უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით);
- პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე);
- მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მობილობის წესით სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა და განცხადების მიღება/რეგისტრაცია ხორციელდება როგორც ელექტრონული ფორმით (ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნით), ასევე დოკუმენტური სახით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში დოკუმენტების წარმოდგენით.
განცხადებების და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ელექტრონულად მიღება/რეგისტრაცია ხორციელდება 2020 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით. განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], [email protected]. ე.წ. subject-ის ველში მიუთითეთ „მობილობა“ ან Mobility. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მობილობაში მონაწილე პირი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში განცხადებების მიღების დღეებად განსაზღვრულია 24, 27 და 31 აგვისტო 11:00- 17:00 საათამდე.
ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე.
ამ მიზნით შესაბამისი დონეებია:
ა) ბაკალავრიატის პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (50%+1) ან (60%+1)
ბ) ბაკალავრიატის მეორე სემესტრში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B1 დონე;
გ) ბაკალავრიატის მე-3-მე-5 სემესტრებში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;
გ) სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;
დ) სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა პროგრამაზე დაშვების წინაპირობიდან გამომდინარე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2/C1 დონე.
მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია: ა) წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) ჩააბაროს შზსუ-ს მიერ დანიშნული ინგლისური ენის გამოცდა; გ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის B2/C1 დონეზე: დ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია იბსუს ვებ-გვერდზე.
მობილობის წესით ჩასარიცხი პირებმა შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) უნდა გააფორმონ 2020 წლის 10-11 სექტემბერს. თანხმობის შემთხვევაში მობილობის წესით ჩასარიცხი პირი ხელს აწერს შზსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვისა და კრედიტების აღიარების თანხმობის ფორმას, რითაც ადასტურებს რომ ეთანხმება შედარების აქტში მოცემულ ინფორმაციას კრედიტების აღიარების შესახებ და მის სურვილს რომ სწავლა გააგრძელოს შზსუ-ში.
აღნიშნული მიზნისთვის თანხმობის განცხადება შესაძლებელია ელექტრონულად იყოს გამოგზავნილი ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], [email protected] არაუგვიანეს 2020 წლის 11 სექტემბრისა.
შესაძლებელია დადასტურების (თანხმობა/უარი) განცხადების წერილობითი სახით შზსუ-ში გაფორმებაც. ამისთვის, მობილობის წესით ჩასარიცხი პირი შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უნდა გამოცხადდეს 2020 წლის 10 სექტემბერს 11:00- 17:00 საათამდე .
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ან შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.
ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა [email protected]
მისამართი: თბილისი, 0131, დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი