GE

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა ევროპარლამენტიდან მოწვეულ სტუმარს მასპინძლობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა ევროპარლამენტიდან მოწვეულ სტუმარს, რომან სტრასერს მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი წაიკითხავს სალექციო კურსს: „როგორ მუშაობს ევროკავშირი პრაქტიკაში?“. სალექციო კურსი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით, უშუალოდ იმ პირისგან, ვინც ორგანიზაციის სტრუქტურაში წლების განმავლობაში მუშაობს, როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი.

კურსის ფარგლებში, ბ-ნი სტრასერი, ასევე ვრცლად განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური