GE

IBSU-ს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის პირობები და უპირატესობები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი 2005 წლიდან ფუნქციონირებს.  დღეისთვის, ინსტიტუტში 200-მდე მაგისტრანტი და 100-მდე დოქტორანტი სწავლობს. ამჟამად, 12 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამა მოქმედებს. სწავლების ენებია ქართული და ინგლისური.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სწავლის პირობები:

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა შეუძლია ბაკალავრის ხარისიხის მფლობელ ნებისმიერ მსურველს, რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდებს, შემდგომ კი უნივერსიტეტის შიდა გამოცდებს ჩააბარებს ინგლისურ ენასა და სპეციალობაში.

სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის საფუძველზე.

იბსუ-ში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უპირატესობა:

  • სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტში პროფესორებს სხვადასხვა ქვეყნიდან (ამერიკა, ჰოლანდია, ინგლისი, პოლონეთი) იწვევენ;
  • სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამები დაახლოებით 20 უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტთან მოქმედებს. ასეთ პროგრამებში;
  • მონაწილეობა ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ კვლევებში ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური