IBSU-ში, ამერიკელი კოლეგების ჩართულობით, ახალ სამაგისტრო პროგარმაზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს
“დამსაქმებელთა მოლოდინები ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისიტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისადმი” – ასე ჰქვია კვლევას, რომლის პრეზენტაცია პროფესორმა დალი ოსეფაშვილმა ვირტუალურად წარადგინა ჩიკაგოში 15-18 ოქტომბერს გამართულ „განათლებისა და სოციალური მეცნიერებების“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. ეს კვლევა საფუძვლად დაედო იბსუ-ს ახალ სამაგისტრო პროგრამას „ციფრულ მედიასა და კომუნიკაციაში“. აღსანიშნავია, რომ IConSES2020-ის მიერ 3 ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად (აიოვა, კოლორადო და ინდიანა) ორგანიზებული ეს კონფერენცია მაღალრეიტინგულია და მისი შრომები ინდექსირებულია ისეთ რეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, როგორიცაა Thomson-ის Web of Science.
ამ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო, როცა მისი ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი აშშ-ის საელჩოს „მედიაგანათლების პროგრამის“ ფარგლებში, 2019წ. აგვისტოში ჩიკაგოში იყო სტაჟირებაზე ასოც. პროფესორ მაგდა მემანიშვლთან და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად. პროგრამა მომზადდა ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებით – ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და ამბის თხრობის“ სამაგისტრო პროგრამის ანალოგიით. პროგრამის დირექტორი რიშელ როჯერსი ორჯერ იყო ჩამოსული საპასუხო ვიზიტით და მონაწილეობა მიიღო იბსუ-ს ახალი პროგრამისა და ციფრული მედიის სასწავლო კურსების სილაბუსების სრულყოფაში.
თვისებრივი კვლევის შედეგად შესწავლილია ქართველი დამსაქმებლების (რედაქტორები, პროდიუსერები, მედიამენეჯერები) მოლოდინები, თუ რა მიზანი და სწავლის შედეგები უნდა ჰქონოდეს ციფრული მედიის სამაგისტრო პროგრამას.
როგორც იბსუ-ში აცხადებენ, ამჟამად, თითქმის უკვე დასრულებულია პროგრამის სამუშაო ვერსია და მიმდინარეობს დამსაქმებელთა ახალი კვლევა. ამ გამოკითხვის მიზანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას, რამდენად უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგები კონკურენტუნარიანი სპეციალისტების გამოშვებას ქართული მედიის შრომის ბაზრისთვის. კითხვები ასევე მოიცავს რეკომენდაციებსაც, რომ მათი მეშვეობით მოხდეს პროგრამის სრულყოფა-დახვეწა მის სააკრედიტაციოდ გაგზავნამდე.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი