GE

IBSU-ში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

4 ივლისს, ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ელიზაბეტ რუდმა.

US Embassy Tbilisi, Georgia ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის გაფრთხილებასა და მუდმივად დაცვის საჭიროებას გაუსვა ხაზი: ”ჩვენი მეგობრობა სხვადასხვა პარტნიორთან გვაძლიერებს და ჩვენც ვაძლიერებთ მეგობრებს. ქვეყნებს შორის მეგობრობას ქმნის ბევრი საერთო ინტერესის ქონა. ამ საღამოს, უამრავი მეგობრის გარემოცვაში ვართ, რაც გვახარებს. საქართველოსაც სხვადასხვა დროს უწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება. ჩვენ, საქართველოს დიდი ხანია გვერდით ვუდგავართ ამ საქმეში და დღემდე მხარს ვუჭერთ საქართველოს გარე ოკუპანტებთან ბრძოლაში. ამასთან, მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის NATO-ში გაწევრიანებას. გვწამს, რომ საქართველო ამისათვის მზად არის.”

ასევე, წვეულების ფარგლებში, გაიმართა 4 ივლისის საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება და შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვებზე ზრუნავს.​

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური