განათლების სამინისტროში ჯერ არ იციან რას გულისხმობს მთავრობა „ეროვნული გამოცდების რეფორმირებაში“ – მინისტრის მოადგილის პასუხი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ხედვაში წარმოდგენილ მიზანზე, რომელიც, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირებას ითვალისწინებს.
საკითხზე მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, EDU.ARIS.GE-მ კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბირველ მოადგილეს, თამარ მახარაშვილს, 22 ნოემბერს დაუსვა თუმცა ჩაკითხვების მიუხედავად, მინისტრის მოადგილემ დამატებითი ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა.
კითხვაზე, რა იგულისხმება პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ მთავრობის ხედვაში ნახსენებ ფრაზაში – „დაგეგმილია ეროვნული გამოცდების რეფორმირება“ და როდისთვის უნდა ველოდოთ აღნიშნულს, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ „შეფასებისა და გამოცდების მიმართულების დახვეწა პრიორიტეტია და შესაბამისად, როცა ამისი დრო დადგება, რას ვგულისხმობთ ამ გზაზე კონკრეტულ ეტაპსა და პერიოდში, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ცნობილი.
EDU.ARIS.GE: ამბობთ, რომ არსებული სისტემის დახვეწა იგულისხმება და არა ძირეული რეფორმა და შეცვლა?
„კონკრეტულ პერიოდში გავიგებთ რა მასშტაბზე და რაზეა საუბარი. როცა ხარისხის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, ეს, რა თქმა უნდა, შეუქცევადი პროცესია, უკეთესობისკენ“, – განგვიცხადა თამარ მახარაშვილმა.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება