სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში უნდა შეიძინოთ – ეტაპები განისაზღვრა (ფოტოები)
სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 7 აგვისტოს განათლების სამინისტროს დდაქვემდებარებაში შემავალი უწყება – შპს საგანმანათლებლო რესურსები აქვეყნებს.
- I ეტაპი – 25 აგვისტო;
- II ეტაპი – 15 ოქტომბერი;
- III ეტაპი – 30 ნოემბერი.
დაათვალიერეთ: სასკოლო ფორმების დამზადებისა და შეფუთვის ფოტოები
უწყების ცნობითვე, პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდა.
“შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორი მიხეილ ყუფარაძე ETON KIDD-ის საწარმოს ეწვია, სადაც სასკოლო ფორმების წარმოების პროცესს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით, ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry გამოვლინდა.
კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მიწოდების უზრუნველსაყოფად ჩინეთში მოქმედ მწარმოებელ ბრენდს Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management-თან ითანამშრომლა”, – აცხადებენ შპს სასკოლო რესურსებში.
ასევე იხილეთ:
გივი მიქანაძის პასუხი მშობლებს, რომლებიც სასკოლო ფორმის ყიდვას არ აპირებენ
-
კითხვები სასკოლო ფორმებსა და წიგნებზე, რომლებიც რეფორმის ავტორთა პასუხებს ელის – რას ითხოვს მშობელი სახელმწიფოსგან by მოსწავლის მშობელი
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი