GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონებში უფროსკლასელებისთვის ღია კარის დღეებს გამართავს – განრიგი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ცენტრში უფროსკლასელებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა– ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

ლექციების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრა დასრულდება კითხვა-პასუხის ფორმატში.

საინფორმაციო შეხვედრების განრიგი:

თელავი
დრო: 1-ლი თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ალაზნის ველი“
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

გორი
დრო: 2 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა:  კულტურის ცენტრი
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

ბათუმი
დრო: 8 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ჰილტონი“

ფოთი
დრო: 9 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ფოთის N2 საჯარო სკოლა

ქუთაისი
დრო: 15 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  თეატრი

ჭიათურა
დრო: 16 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: დრამატული თეატრი

ჩხოროწყუ
დრო: 22 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: კულტურის ცენტრი

ზუგდიდი
დრო: 23 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

ახალციხე
დრო: 28 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ახალციხის N6 საჯარო სკოლა

ოზურგეთი
დრო: 29 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური