GE

ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ კორპუსში, T102 დარბაზში, საუნივერსიტეტო საზოგადოება გამართავს დისკუსიას „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“.

შეხვედრაზე აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები და განათლების მკვლევრები, განათლების საკოორდინაციო ჯგუფთან ერთად, იმსჯელებენ რეფორმასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შემდგომ ნაბიჯებზე. დისკუსიაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ქართველი მეცნიერები.

მომხსენებლები: განათლების მკვლევრები – ქეთი ცოტნიაშვილი და ლელა ჩახაია

დრო: 4 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი,T102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

ფორმატი: ჰიბრიდული

შეხვედრის ბმული

Meeting ID: 859 4897 5022
Passcode: 068686

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური