GE

ილიაუნის წიგნის სახლში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან უმაღლესი განათლების დაანონსებული რეფორმის შესახებ.

შეხვედრას ექნება დისკუსიის ფორმატი.

განათლების მკვლევრები, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები განათლების მიმართულებით ინფორმაციას მიაწოდებენ აუდიტორიას რეფორმის საგანგაშო შედეგების და საფრთხეების შესახებ. მონაწილეები შეძლებენ იდეების და ინიციატივის ერთმანეთისთვის გაზიარებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური