ილიაუნის საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება უკვე დაიწყო – რა არის პროექტის მიზანი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება უკვე დაიწყო. სკოლა იმ ახალგაზრდების ხელშესაწყობად შეიქმნა, რომელთაც თვითგანვითარების სურვილი აქვთ. სკოლაში სალექციო კურსები 14-17 წლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება.
ილიაუნის რექტორის, გიგა ზედანიას განცხადებით, უნივერსიტეტი ამ პროექტით ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას და ასევე ფორმალური განათლების ნაკლოვანებების აღმოფხვრას.
„ილიაუნიში დავიწყეთ საკვირაო სკოლა, რომლის მიზანიც არის 14-17 წლის ჩათვლით ახალგაზრდები მოვიწვიოთ სალექციო კურსებზე, რომელსაც წაიკითხავენ ჩვენი პროფესორები სრულად განსხვავებული მიმართულებებით, დაწყებული მათემათიკა-ფიზიკა-ბიოლოგია, დასრულებული პოლიტიკური განათლებითა და ლიტერატურით. მომავალში ვაპირებთ ამ კურსების რაოდენობისა და მიმართულელბების ძალიან სერიოზულ გამრავალფეროვნებას. ჩვენი მიზანია, რომ არაფორმალური განათლებით ხელი შევუწყოთ ფორმალური განათლების გარკვეულ ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ამას განვიხილავთ როგორც სოციალური პასუხიმგებლობის სერიოზულ პროექტად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი არაფორმალური განათლების კერები უფრო და უფრო მეტი იქნება საქართველოში“, – განაცხადა გიგა ზედანიამ.
საპილოტე კურსები ორთვიანია და მოიცავს რვა 2-საათიან გაკვეთილს შემდეგ დისციპლინებში:
- ქართული ლიტერატურა
- მსოფლიო ლიტერატურა
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ბიოლოგია
- ეკოლოგია
- სამოქალაქო განათლება
ილიაუნის საკვირაო სკოლაში 80-მდე მოსწავლე სამოტივაციო წერილების საფუძველზე შეირჩა. მათ გაკვეთილებს ილიაუნის პროფესორები ჩაუტარებენ.
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე NAFSA-ს დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი