ილიაუნის საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის სტარტს 2 თებერვალს აიღებს
2020 წლის 2 თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით.
სკოლა შეიქმნა იმ ახალგაზრდების ხელშესაწყობად, რომელთაც თვითგანვითარების სურვილი აქვთ.
საპილოტე კურსები ორთვიანია და მოიცავს რვა 2-საათიან გაკვეთილს შემდეგ დისციპლინებში:
- ქართული ლიტერატურა
- მსოფლიო ლიტერატურა
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ბიოლოგია
- ეკოლოგია
- სამოქალაქო განათლება
ილიაუნის საკვირაო სკოლაში 80-მდე მოსწავლე სამოტივაციო წერილების საფუძველზე შეირჩა. მათ გაკვეთილებს ილიაუნის პროფესორები ჩაუტარებენ.
პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში.
ილიაუნის სურს, საკვირაო სკოლით თავისი წვლილი შეიტანოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაში.
თარიღი: 2 თებერვალი
დრო: 12:30
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T 102 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზირი, 3/5)
საკონტაქტო პირი:
სოფიო ებრალიძე
599108696
-
ილიაუნის წიგნის სახლში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი