ილიაუნიში დონელა მედოუსის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
ილიას უნივერსიტეტში დონელა მედოუსის წიგნის „სისტემებით აზროვნება – საწყისები“ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც წიგნის მთარგმნელებმა განაცხადეს წიგნი აღწერს ჩვენ გარშემო მოქმედი ფიზიკური, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელ სისტემურ სტრუქტურებს და მარტივ უკუკავშირებს, რაც სისტემების რთულ და ხშირად მოულოდნელ ქცევას განაპირობებს. ის გვეხმარება, მოვლენებს მიღმა დავინახოთ ქცევები; ქცევებს მიღმა კი – მათი განმაპირობებელი სტრუქტურები და გაუმჯობესების ძალისხმევა სწორედ ამ სისტემურ სტრუქტურებზე მივმართოთ. თავისი მრავალფეროვანი თემატიკითა და მაგალითებით გამოცემა ეხმაურება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების არაერთ აქტუალურ საკითხს და საყურადღებოა მკითხველთა ფართო წრისათვის სამეცნიერო-აკადემიური, საჯარო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორებიდან. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აინტერესებს სისტემური, ინტერდისციპლინური, მდგრადი განვითარების საკითხები.
„ეს არის ახალი თანამედროვე მიმართულება სისტემების ხედვების. ამ ენაზე ლაპარაკობს გაერო, ამ ენაზე ლაპარაკობს ხალხი, ვინც მუშაობს კლიმატის ცვლილებებზე, თანამედროვე ეკონომისტები. ეს არის მიდგომა, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება თუკი შევძლებთ მის გამოყენებას როგორც საზოგადოებაში, ასევე პირად ცხოვრებაში, ასევე უნივერსიტეტის ცხოვრებაში და სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა მურმან მარგველაშვილმა.
გამოცემა N1 ბესტსელერია ამაზონის (Amazon) სისტემების თეორიაში, ბესტსელერი იყო ბიზნესის მიმართულებითაც. ის სახელმძღვანელოდ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტში, მათ შორის ილიაუნიში.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი