GE

9 -12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი “ედისონის ლიგა – QUINTUS 2017” გამოცხადდა

მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ინჟინერია, რობოტიკა, კონკსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები ატრებენ კონკურსს ,,ედისონის ლიგა – QUINTUS”.

კონკურსში გუნდებმა უნდა შეასრულონ სხვადასხვა ტიპის დავალება. კონკურსი ჩატარდება 3 ტურად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც უნდა ჩამოაყალიბონ გუნდები. გუნდში შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ერთი გუნდი უნდა დაკომპლექტდეს მაქსიმუმ 3 მოსწავლისგან და მათგან მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.

მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო გრანტი 8 სემესტრის განმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:

15 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს;
9 000 ლარიანი გრანტი გადაეცემა II ადგილზე გასულ გუნდს;
4 500 ლარიანი გრანტი გადაეცემა III ადგილზე გასულ გუნდს.

გუნდის თითოეული წევრი მიიღებს გუნდის მიერ მოპოვებული გრანტის მესამედს.

კონკურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი, 18:00 საათი. კონკურსის პირველი ტური ჩატარდება 5 მარტს.

ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელია აგრარული უნიერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ და აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში სწავლის დასაფინანსებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
555 49 06 49 – თეკო ძიძიგური
ელ.ფოსტა: [email protected]

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური