GE

„კარგი იქნება, თუ განათლების სექტორში იმუნიზაცია სავალდებულო გახდება“

იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელ და იმუნიზაციის საბჭოს წევრ ივანე ჩხაიძის თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის საკითხში პრიორიტეტულია სამედიცინო პერსონალის და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია და კარგი იქნება, თუ ეს მათთვის სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ექიმმა 30 ივლისს, “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ წინა სხდომებზეც გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა, ყველა შემთხვევაში ორი ჯგუფი ადამიანების არის ჩვენი აზრით პრიორიტეტული, ეს არის, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი და უნდა იყოს სავალდებულო სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია და ასევე კარგი იქნება, თუ სავალდებულო გახდება განათლების სექტორში. მასწავლებლები დახვდებიან მოსწავლეებს ვაქცინირებული, არამარტო მასწავლებლები, ყველა ადამიანი, ვინც იღებს განათლების პროცესში მონაწილეობას. ჯერ-ჯერობით ეს ორი სფეროა, თუმცა გადაწყვეტილება იქნება თუ არა სავალდებულო, მიღებული არ არის, მაგრამ თუ მიღებული იქნება, ვფიქრობთ, რომ ეს ძალინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

გამყრელიძე: „თუ აგვისტოში გავაკეთებთ მილიონ აცრას 15 სექტემბერს შევხვდებით უსაფრთხო სკოლით“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური