GE

„კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენეს“ – „ქართლის ამბები“

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 14 წლის მოზარდის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენეს. როგორც ,,ქართლის ამბებს” სოფლიდან აცნობეს, შემთხვევა გუშინ, 17 ნოემბერს მოხდა. მათი ცნობით, მოსწავლემ ელექტროშოკისგან გონება დაკარგა.

ადგილობრივი მედიის, “ქართლის ამბების” ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები ყვებიან, საგაკვეთილო პროცესზე ელექტროშოკი ერთ-ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა.

სკოლის დირექტორი ინგა ამირეზაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

მერის წარმომადგენელი ვლადიმერ მარღიშვილი კი აცხადებს, რომ “ბავშვიც კარგად არის და ყველანი კარგად არიან”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური