„ძალადობის შემთხვევა 1 560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა“ – 2025 წლის მონაცემები
2025 წელს ძალადობის შემთხვევა 1 560 არასრულწლოვანზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 170 ბავშვი გახდა, ფიზიკური ძალადობის – 329, ხოლო ფსიქოლოგიურად 594 ბავშვზე იძალადეს.
2025 წლის მონაცემებით ძალადობის სახეების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
ფიზიკური ძალადობა – 329 ბავშვი
ფსიქოლოგიური ძალადობა – 594 ბავშვი
სექსუალური ძალადობა – 170 ბავშვი
უგულებელყოფა – 381 ბავშვი
იძულება – 18 ბავშვი
ეკონომიკური ძალადობა – 3 ბავშვი
შრომითი ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი – 3 ბავშვი
სექსუალური ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი – 6 ბავშვი
სხვა – 56 ბავშვი.
მონაცემებს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს
-
ილინოისის სკოლის დამამთავრებელ კლასში ტყუპების 12 წყვილს და ერთ სამეულს დიპლომები გადაეცა
by ინფოLIFE
-
ზუგდიდის მესამე სკოლასთან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
by პრესა
-
შოკოლადის ბატონი და სათამაშო, რომელიც არ იმსხვრევა – რა უნდა იდოს რუსთაველი ბავშვებისთვის განკუთვნილ საახალწლო სასაჩუქრე კალათში
by პრესა