GE

ზუგდიდის მესამე სკოლასთან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

დღეს, 18 ოქტომბერს, დილის საათებში ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოსწავლე უფროსის თანხლებით გზაზე გადადიოდა, როცა შემთხვევა მოხდა. მათივე თქმით, მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.

წყარო: radioatinati

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური