GE

მე-12 კლასელებისთვის IBSU-ს სასკოლო Online ოლიმპიადა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება – რეგისტრაცია

მე-12 კლასელებისთვის იბსუს ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა, 6 ქალაქის ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება – აღნიშნულ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

22 მარტს, 14:00 საათზე, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ Online ოლიმპიადაში და მოიპოვე იბსუს სასწავლო გრანტები.

იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ოლიმპიადაში უნდა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მარტი, 16:00 საათი.

დეტალები ტესტირების შესახებ:

  • ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა.
  • ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.
  • ტესტურ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად მოსწავლეებს 80 წუთი ექნებათ. ტესტების შესრულების დროს გირჩევთ პერსონალური კომპიუტერები გამოიყენოთ.
  • იმ აბიტურიენტებს, ვინც უკვე გაიარეთ რეგისტრაცია ამ პროცედურის ხელახლა გავლა არ დაგჭირდებათ.

რა პრიზებს მიიღებენ ოლიმპიადის საპრიზო ადგილზე გასული აპლიკანტები:

  • 1-ლი ადგილი: იბსუს 100%-იანი სასწავლო გრანტი;
  • მე-2 ადგილი: იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტი;
  • მე-3 ადგილი: იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტი;
  • მე-4-დან 25-ეს ჩათვლით: იბსუს 50%-იანი სასწავლო გრანტი;
  • 26-დან – 50-ეს ჩათვლით: იბსუს 25%-იანი სასწავლო გრანტი;

ოლიმპიადაზე მონაწილეობა სრულიად უფასოა! 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური