მე-12 კლასელებისთვის იბსუს სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

იბსუს სასკოლო ოლიმპიადაზე მე-12 კლასელებისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
იბსუს ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა ერთდროულად 6 ქალაქში (თბილისი,რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, მარნეული) ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში გაიმართება.
ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა.
ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
- 1-ლი ადგილი: iPad და იბსუს 100%-იანი სასწავლო გრანტი;
- მე-2 ადგილი: მობილური ტელეფონი და იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტი;
- მე-3 ადგილი: ყურსასმენი და იბსუს 75%-იანი სასწავლო გრანტი;
- მე-4-დან 25-ეს ჩათვლით: იბსუს 50%-იანი სასწავლო გრანტი;
- 26-დან – 50-ეს ჩათვლით: იბსუს 25%-იანი სასწავლო გრანტი;
ოლიმპიადაზე მონაწილეობა სრულიად უფასოა!
ოლიმპიადა 15 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება, მოდი და მოიპოვე სასწავლო გრანტები და სხვა საჩუქრები!
-
ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი