GE

დოკუმენტების მიღება დაიწყო – პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტთა საშემოდგომო ჩარიცხვების საბოლოო შედეგები ცნობილია

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ დღეს, 16 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში აპლიკანტთა ჩარიცხვის საბოლოო შედეგები უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაზე – vet.ge. თითოეულ აპლიკანტს საკუთარი შედეგის ნახვა პირად სარეგისტრაციო სივრცეში, განყოფილებაში – „შედეგები“ შეუძლია.

EMIS-ის ცნობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას 16 ნოემბრიდან დაიწყებენ, სასწავლო პროცესი კი 2026 წლის 1-ელ დეკემბერს დაიწყება.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა  ჩარიცხვის პროცესის ავტომატიზებულად წარმართვას, რეიტინგული სიების შედგენასა და შედეგების დროულ და გამჭვირვალე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია EMIS-ის ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას

როგორ გეგმავს განათლების სამინისტრო „უდიპლომო სასიძოს სინდრომთან ბრძოლას“ – ცვლილებების გეგმა პარლამენტშია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური