GE

ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრს პარლამენტზე მეტი მნიშვნელობა ექნება – გიორგი გახარია

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას სახელმწიფო გაყიდის, პრემიერ-მინისტრი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, (იგულისხმება ქუთაისის მშენებარე საერთაშორისო უნივერსიტეტი) რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტი იქნება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის შენობასაც ექნება თავის დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს – განათლება, მედიცინა ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამ, არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური