რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს აბიტურიენტმა, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხება
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ მალე გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩაირიცხებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რეგისტრაციისათვის კონკრეტული საბუთების წარდგენა დაგჭირდებათ.
პირველკურსელთა რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების სია:
- საშუალო სკოლის ატესტატის დედანი (დამოწმება არ არის საჭირო); მედლის ქონის შემთხვევაში დამადასტურებელი ცნობა.
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის დამადასტურებელი ასლი;
- წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- 4 ფოტოსურათი (3×4 ) დაბეჭდილი და
- კომპაქტურ დისკზე (jpg ვერსია);
- *”ფლექსის” პროგრამის მონაწილეებისთვის – დამადასტურებელი ცნობა.
- **მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის გათვალისწინებული შიდა გრანტის მფლობელებისთვის – შესაბამისი ცნობა რომ მისი დედა, მამა, და-ძმა არის შეიარაღებული ძალების მოქმედი წარმომამდგენელი.
პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყება 7 სექტემბერს და 11 სექტემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი